2015 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,02 პროცენტი შეადგინა. ”საქსტატის” ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 1,9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,59 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფის ფასების შემცირება ძირითადად განაპირობა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-17,9 პროცენტი) ფასების კლებამ. ფასები ასევე შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1,4 პროცენტი) და თევზეულზე (-1,1 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (5,6 პროცენტი);
ტრანსპორტი: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 3,1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,35 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საწვავ-საპოხ მასალებზე (6,9 პროცენტი).