2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 66 პროცენტით გაიზარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია – ჯამში 111,864 მგზავრი, რაც 66 პროცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (67,422 მგზავრი).
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიმართულებით მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის განმავლობაში.