საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, 2015 წლის ივლისიდან ავიაკომპანია „TRANSAERO“ მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება.
გარდა ამისა, ბათუმის მიმართულებით გაიზარდა რეისების რაოდენობა მინსკიდან. ავიაკომპანია „Belavia“-მ გაზარდა ფრენის სიხშირეები მინსკსა და ბათუმს შორის და ნაცვლად კვირაში 3 სიხშირისა, ფრენებს შეასრულებს კვირაში 5 სიხშირით.