პოპულარულმა ტურისტულმა პორტალმა Hotels.com-მა ყოველწლიური
"Club Sandwich Index" (CSI) გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ყველაზე ძვირი საჭმლის შეკვეთა ჟენევის სასტუმროებშია.
Hotels.com-მა კვების ფასის დაანგარიშებისას, შედარება ჰამბურგერის, ფინჯანი ყავის, ბაკალი ღვინისა და სენდვიჩის ფასის მიხედვით გააკეთა.
შესაბამისად გაირკვა, რომ ჟენევის სასტუმროებში საჭმლის შეკვეთა საშუალოდ კაცზე 86.71 დოლარია. საფრანგეთში, კერძოდ პარიზის სასტუმროებში ერთჯერადი კვება 72.62 დოლარია, ჰონკონგის სასტუმროებში - 71.34 დოლარი, ხოლო ოსლოში ეს ყველაფერი 68.42 დოლარი ღირს.
დიდი ბრიტანეთში, სასტუმროში კვების საჭმლის შეკვეთა საშუალოდ
65.45 დოლარი ღირს, სეულში კი ეს ყველაფერი 65.32 დოლარია.