2014 წელს Socar-ის სუფთა მოგება გაიზარდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, გასული წლის შედეგებით Socar-ის (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია) სუფთა მოგებამ 1,27 მლრდ მანათი შეადგინა, ეს იმ ფონმზე, როდესაც 2013 წლის მონაცემებით მოგება 977 მლნ მანათი იყო.
Ernst&Young-ის მიერ მომზადებული, ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი გაიზარდა 3,2%-ით და 39,67 მლრდ მანათი შეადგინა.
ასევე,კომპანიის მოგებამ გადასახადების გადახდამდე შეადგინა 1,74 მლრდ მანათი 2013 წლის 1,46 მლრდ მანათის მაჩვენებელთან შედარებით.