საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მყინვარ დევდორაკის ენის მახლობლად მეტეოსაგუშაგოდან უწყვეტი მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის (დარიალის ხეობა) კმ 134 - კმ 135 მონაკვეთზე, 2015 წლის 29 ივნისიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება საღამოს 20.30-დან დილის 06.00 საათამდე.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შეიცვალა საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მუშაობის რეჟიმიც. ნაცვლად 19.00 სთ. -07.00 სთ.-ისა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა მხოლოდ20.30-დან 06.00 საათამდე იქნება შეზღუდული.
საფრთხის აღმოფხვრისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.