საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, სებ-ის კანონპროექტთან დაკავშირებით, ბევრი შენიშვნა, რომელიც გამოითქვა, გათვალისწინებულია. როგორც დეპუტატი ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას აცხადებს, თუ კანონპროექტს დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.
"ვეტოს, რა თქმა უნდა, დავძლევთ," - აცხადებს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატება სებ-ის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით უნდა განიხილონ. როგორც პარლამენტის თავამჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე განაცახდა, კანონპროექტის მეორე მოსმენამდე კონსულტაციები იქნება ყველა დაინტერესებულ პირთან და გაღვალისწინებული იქნება ყველა არგუმენტირებული შენიშვნა.