”ელიტ ელექტრონიქსმა” სპეციალური პროექტის ფარგლებში 15 000 ლარს გადარიცხვას 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფონდში.
როგორც უკვე ცნობილია, 19 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით ”ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებდა სოციალური პროექტი, რომლის მიზანს 13 ივნისს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება წარმოადგენდა. გარდა ამისა, ”ელიტ ელექტრონიქსი”, უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, მუდმივ საცხოვრებელში გადაყვანისთანავე უზრუნველყოფს პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკით.