ჯგუფი Queen-ის ლუდის გამოშვებას გეგმავს, რომელსაც Bohemian Rhapsody-ს დაარქმევენ.
როგორც გაზეთი The Guardian-ი წერს, ლუდს სახელი საკუთარი ჰიტის საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელსაც წელს 40 წელი შეუსრულდება.
ვეტერანი როკმუსიკოსები ლუდის წარმოებას ჩეხეთში გეგმავენ ჯგუფის წევრებს ჩეხეთი ტყუილად არ შეურჩევით, როგორც ცნობილია ჩეხეთი ისეთი ლუდების სანშობლოა, როგორებიცაა: ”ბუდვაიზერი”, ”კრუშოვიცა” და ”პილზნერი”.
უცხოური პრესა წერს, რომ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ფრედი მერკურმა (1946-1991) ჯერ კიდევ სტუდენტობისას იმუშავა საკუთარი ლუდის ლოგიტიპზე.