ქალაქ გურჯაანის მაცხოვრებლები ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" თანხების გამოძალვაში ადანაშაულებენ. როგორც მომხმარებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ენერგოკომპანია ვალდებულია აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ყოველი 30 დღის განმავლობაში აღრიცხოს, თუმცა ენერგოკომპანია, მოსახლეობიდან მეტი თანხის ამოღების მიზნით, ამ ვალდებულებას არ ასრულებს.
სემეკ-ის 2006 წლის 15 მაისის #18 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსახლეობისათვის 220/380 ვოლტ ძაბვაზე, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელ. ენერგიის შესასყიდი ტარიფებია 100 კვტსთ-ის ჩათვლით 11.00 თეთრი. მომხმარებლების განცხადებით, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის აღირცხვა დაგვიანებით იმიტომ ხდება, რომ კვტსთ-ების რაოდენობა გაიზარდოს, რაც შესაბამისად გადასახადს გაზრდის. სემეკ-ის ამავე დადგენილებით, 101 კვტსთ-დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით ტარიფი, დღგ-სთან ერთად 17 თეთრს აღწევს.
მომხმარებლების პრეტენზიებს `კახეთის ენერგოდისტრიბუციის~ საზოგადოებასთან ურთიერთობისა სამსახურის უფროსი ჟანა დიდებაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს.
იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელთა პრეტენზიების განმხილველი სამსახურები, სემეკ-ი და ენერგოომბუდსმენის ოფისი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქუთაისშია განთავსებული, უკმაყოფილო მომხმარებლები ამ სამსახურებს საჩივრებით ვერ მიმართავენ.