თბილისი-კიევის რეისზე უკრაინულ flyUIA-ს კონკურენციას მალე Atlasjet Ukraine გაუწევს. უკვე ცნობილია, რომ უახლოეს პერიოდში Atlasjet Ukraine თბილისიდან კიევისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს. ავიაკომპანია ფრენას შეასრულებს ასევე ბათუმი-ოდესას მარშრუტზე. Atlasjet Ukraine თბილისი-კიევის, თბილისი-ოდესას და ბათუმი-ოდესას მიმართულებით რეისებს კვირაში 7-ჯერ შეასრულებს.
უკრაინული მედის ინფორმაციით, Atlasjet Ukraine დამატებით 13 მარშუტზე დაიწყებს ფრენას, შესაბამისი ნებართვა კომპანიამ სახელმწიფოსგან უკვე მიიღო.
როგორც ირკვეა Atlasjet Ukraine სულ მალე შემდეგი მიმართულებით დაიწყებს ფრენას: კიევი-თბილისი, ოდესა-ბათუმი, ოდესა-თბილისი, ლვოვი-სტამბული, ხარკოვი-სტამბული, კიევი-მოსკოვი, კიევი-სანკტ-პეტერბურგი, კიევი-ერბილი, კიევი-მადრიდი, ოდესა-ვილნიუსი, კიევი-ბიშკეკი, კიევი-ლარნაკა.