საერთაშორისო მშენებელთა ასოციაცია და საქართველოს ბიზნესპალატა ვერეს ხეობაში ,,ქართული მანჰეტენის” მშენებლობაზე მსჯელობს.
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დარგის ექსპერტების შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ ჯურნალისტებტან განაცხადა, რომ ვერეს ხეობა უნდა გახდეს არა უბედურების, არამედ მომავლის ადგილი.
უცხოელებთან ერთად, დავიწყეთ კვლევა იმ პრობლემის, რაც ვერეს ხეობაშია. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული პროექტი. ამ პროექტის არსი იმაშია, რომ პატარა, ლამაზი მანჰეტენი შევქმნათ თბილისში, თავისი რეკრეაციული ზონით, დამბით, წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებით", - აღნიშნა ჯგერენაიამ.
მისივე თქმით, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დამბის აშენების შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება.
"დამბა იქნება იმის გარანტორი, რომ მსგავსი არასდროს განმეორდება თბილისში. პროექტი "მანჰეტენი" გულისხმობს სარეკრეაციო ზონის აღდგენას, პარკის გაშენებას თავისი სპორტული მოედნებით, სასტუმროებით, ბიზნესცენტრებით და კორპუსების განთავსებას", - განაცხადა ჯგერენაიამ. მისივე თქმით, მთავრობას სიგნალი უკვე მისცეს და ელაპარკნენ რამდენიმე მინისტრს.
,,უახლოეს დღეებში მათგან ველოდებით პასუხს. მერიასთან იდეის დონეზე უკვე გვქონდა პრეზენტაცია.. ჩვენ უნდა შევცვალოთ შეხედულება. ვერეს ხეობის ადგილი არ არის უბედურება, ეს არის მომავლის ადგილი", - აცხადებს ჯგერენაია. მისი ინფორმაციით, ამ პროექტის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000 და ამ თანხის მოძიებას დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან.
"მოლაპარაკებები გაიმართა ბიზნესმენებთან. ისინი გამოთქვამენ სერიოზულ მზადყოფნას, რომ ჩაიდოს დიდი ფული ამ პროექტში”, - დასძინა ჯგერენაიამ.