საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, ფრანგული „სუპერ პუმას“ ტიპის ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
ნატო-ს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე გენერალ სერ ადრიან ბრედშოუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეკაპანაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, შსს განახორციელებს აღნიშნული ვეტმფრენების მომსახურებასაც და გამოყენებასაც.
„როგოც ჩემთვისაა ცნობილი, „სუპერ პუმები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა და შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს მასზე როგორც მომსახურებას, ასევე გამოყენებას“, - განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, „სუპერ პუმას“ ტიპის ვერტმფრენები, რომლის ღირებულებც 100 მილიონ ლარს აღემატება, ფრანგული კრედიტით - 2010 წელს საქართველოს მთავრობის მიერ „სოსიეტე ჟენერალთან“ გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებითაა შეძენილი.