საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა არ ხდება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმედია, სებ-ის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებულ შენიშვნებს დეპუატატები გაიზიარებენ.
"ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახური არსად არ მიდის. ის მის დაქვემდებარებაში რჩება. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები არა მარტო კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან, არამედ ასოციაციის წარმომადგენლებთანაც. კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნებია შემოსული და იმედია ავტორები გაიზიარებენ მას. მეც მაქვს შენიშვნები. საბოლოოდ კი, მივიღებთ ისეთ კანონს, რომლითაც დაცული იქნებიან მეანაბრეები. ხელშეწყობა ექნებათ ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლებსაც", - განაცხადა დეპუტატმა.
პარლამენტი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს დღეს იწყებს.