თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი უცხოური ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. როგორც ”ტავ ჯორჯიაში” აცხადებენ, 30 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერძნული ავიაკომპანია „Ellinair“ სალონიკი-თბილისი-სალონიკის მიმართულებით პირველ რეისს განახორციელებს. პირდაპირი რეისები სალონიკიდან თბილისში კვირაში ერთხელ სამშაბათობით Avro-RJ85 ტიპის ავიახომალდით შეასრულდება.
ბერძნული ავიაკომპანია „Ellinair“ 2013 წელს დაფუძნდა. ამჟამად „Ellinair“ 30-მდე სხვადასხვა მიმართულებით დაფრინავს.