სარეიტინგო საგენტომ Standard and Poor`s ვითიბი ბანკ ჯორჯიას ინდივიდუალური რეიტინგი b -დან, b დონემდე გაზარდა.
22 ივნისს სარეიტინგო სააგენტომ Standard and Poor`s ვითიბი ბანკ ჯორჯიას გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი BB -/B დონეზე შეაფასა, პროგნოზით სტაბილური. აღნიშნული რეიტინგი საქართველოს სუვერენული რეიტინგის ტოლია. ამასთან ერთად გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ ვითიბი ბანკ ჯორჯიას ინდივიდუალური რეიტინგი b - დან, b დონემდე გაზარდა.
„ვითიბი ბანკი ჯორჯია, არის ვითიბი ჯგუფისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბანკი და შესაბამისად სარეიტინგო შეფასება ასახავს ჯგუფის ადეკვატურ ინტერესს ბიზნესის შენარჩუნებისა და გაფართოების საქართველოში“ -აღნიშნულია Standard and Poor`s -ის შეფასებაში.