მომავალი თაობის iPhone-ს ტრადიციული ღილაკი Home აღარ ექნება. როგორც ირკვევა, ასეთი სმარტფონების წარმოება 2017 წლიდან დაიწყება.
როგორც უცხოური მედია, სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, კომპანია Apple უკვე მუშაობს მინის შექმნაზე, რომელიც Home-ის მაგივრობასაც გასწევს და თითის ანაბეჭდის სკანირების ფუნქციასაც შეითავსებს. გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნულის მიღწევა ”ჩაკბეჩილმა ვაშლმა” Force Touch-ის ტექნოლოგიით შეძლოს, რომელიც აქტიურად გამოიყენება Apple Watch-სა და ახალ12-დიუმიან MacBook-ში.