ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება მოიცავს როგორც შემოსავლების მხარეს, ასევე ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. გადაცემა „2030“-ის ეთერში მინისტრმა განაცხადა:
„კორექტირება შეეხება როგორც შემოსავლების მხარეს, ასევე ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. საგადასახადო შემოსავლები ვერ შესრულდება, ამიტომ ამ გეგმას შევამცირებთ 200 მლნ ლარით. მაგრამ ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ პრივატიზაციაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი წარმატება: საქართველოში მიმდინარე წლიდან დაიწყო მუშაობა მე-4 თაობის მობილურმა კავშირგაბმულობამ. ამ ლიცენზიებიდან 150 მლნ ლარს ველოდებით. გარდა ამისა, გრანტების მოცულობა იზრდება. მხოლოდ ეს 2 ფაქტორი აბალანსებს იმ დანაკარგს, რომელიც შეიძლება ვერ შემოვიდეს სახელმწიფო ბიუჯეთში. ამიტომ რეალურად შემოსავლების სფეროში ჩვენ არ გვექნება პრობლემები და ამის ყველა წინაპირობა არსებობს.“