ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, საქართველოს მთავრობა ასაღები ვალის მოცულობას 100 მილიონით ამცირებს. როგორც მინისტრმა „2030“-ის ეთერში განაცხადა, საქართველო შიდა ვალის სახით ნახევარ მილიარდ ლარს აიღებს.
„ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მთავრობა დაეთანხმა მას, რომ წელს ასაღები შიდა ვალის მოცულობა შევამციროთ 100 მლნ ლარით, ანუ ნაცვლად დაგეგმილი 600 მლნ, ავიღებთ 500 მლნ ლარს, საიდანაც 100 მლნ განთავსდება საბანკო ანგარიშებზე (რაც ეკონომიკას მოხმარდება), ხოლო დანარჩენი თანხა - საბიუჯეტო ნაწილში“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.