საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანია Georgian Airways-ზე ორი ახალი მიმართულებით, რეგულარული რეისების დანიშვნის შესახებ,ნებართვა გასცა.
უწყების ინფორმაციით, კერძოდ, ავიაკომპანია Georgian Airways რეგულარული რეისების განხორციელებას თბილისი-ერევანი-თბილისის და თბილისი-ოდესა-თბილისის მიმართულებით დაიწყებს.
თბილისი-ერევანი-თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყება იგეგმება მიმდინარე წლის 29 ივნისიდან კვირაში 4 სიხშირით, ხოლო თბილისი-ოდესა-თბილისის მიმართულებით - მიმდინარე წლის 1 ივლისიდან კვირაში 1 სიხშირით.