კომპანია ”ბი–პი”–მ თბილისში 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგებით დაზარალებულთა დასახმარებლად 50 000 აშშ დოლარი გამოყო.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, თანხა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიშზე გადაირიცხება და სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთათვის დახმარების აღმოჩენას მოხმარდება.
”ბი–პი”–მ ასევე გახსნა სპეციალური ფონდი თანამშრომელთა შემოწირულობისათვის. კომპანია მოახდენს თითოეული თანამშრომლის შემოწირულობისიდენტური თანხის დამატებით გადარიცხვასფონდში.
”ბი–პი”–მ სტიქიის შემდგომ გაწმენდით სამუშაოებში ჩართული მოხალისეებისათვის 700 დამცავი ხელთათმანი გადასცა საქართველოს წითელიჯვრის საზოგადოებას.
"თანავუგრძნობთ სტიქიით დაზარალებულებს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს კომპანია ბი პი–ს სახელით. ვიმედოვნებ,ჩვენი შემოწირულობა წაადგება ქვეყანას წყალდიდობის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოებში", აცხადებს ”ბი–პის” ხელმძღვანელი საქართველოში ქრის შლიტერი.