ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ტელეკომპანიებს წინასწარ გადახდილი ლიცენზიის თანხა უკან დაუბრუნდებათ, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისი განმარტებით, საუბარია ერთი მილიონი ლარის დაბრუნებაზე, რომელიც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
,,მოგეხსენებათ, რომ საქართველო გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე, ამასტან დაკავშირებით, დღეიდან, ორი კვირის განმავლობაში, იმ მაუწყებლებს, რომლებსაც ლიცენზიის ტანხა წინასწარ ჰქონდათ გადახდილი, ერთი მილიონი ლარი უკან დაუბრუნდებათ. აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა”, - განაცხადა მინისტრმა.