სს „გალტ &თაგარტმა“ განაცხადა სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვების თაობაზე. „გალტ & თაგარტი“ ხსენებული გარიგების ერთადერთი განმთავსებელი აგენტი იყო.„ევექსი“ ქვეყანაში უმსხვილესი ჰოსპიტალური ქსელია, რომლის შემდაგნელობაშიც შედის41 კლინიკა,საქართველოს 6 რეგიონში. ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 9.5%-ს და გადაიხდება წელიწადში ორჯერ. ობლიგაცია განთავსდება საქართველოს საფონდო ბირჟაზე და ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ ხსენებულ გამოშვებას თვალყური ადევნონ „ბლუმბერგის“ ტერმინალზე.
„მოხარული ვარ, რომ „გალტ &თაგარტმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულასამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ობლიგაციებისწარმატებით გამოშვებაში. ეს არის ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი კომპანიის მიერ საქართველოში ობლიგაციის გამოშვების პირველი შემთხვევა. მნიშვნელოვანი მოთხოვნა დაფიქსირდა როგორც საერთაშორისოისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან. მინდა ეს წარმატება მივულოცო „გალტ& თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელმაც ქვეყანაში, როგორცკერძო, ისე საჯარო სექტორისთვის,საინვესტიციო საბანკო მომსახურების მთავარი მიმწოდებლის ადგილი დაიმკვიდრა,“ განაცხადა „გალტ& თაგარტის“ თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.