2015 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65 პროცენტი შეადგინა. ”საქსტატში” აცხადებენ, რომ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (611 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (360 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (304 მლნ. აშშ დოლარი).
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3917 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; როგორც ”საქსტატში” განმარტავენ, მთლიან საგარეო ვაჭრობაში ექსპორტი 884 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3033 მლნ. აშშ დოლარს (9 პროცენტით ნაკლები).