2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3917 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; როგორც ”საქსტატში” განმარტავენ, მთლიან საგარეო ვაჭრობაში ექსპორტი 884 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3033 მლნ. აშშ დოლარს (9 პროცენტით ნაკლები).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-მაისში 2150 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.