საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უახლოეს მომავალში ლარზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ პროგნოზირებს.
როგორც მან ჟურნალისტებტან განაცხადა, ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში ლარზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მოსალოდნელი არაა, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მისი განმარტებით, ეს მრავალმხრივ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, ეკონომიკაზე, რომელიც მონეტარული თუ ფისკალური მიმართულებით ტარდება.
"სავალუტო შემოდინებების დანაკლისი უკვე ასახულია იმ გაუფასურებაში, რაც უკვე მივიღეთ", - აღნიშნა ქადაგიძემ.