„თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს სრულიად ახალ, წინასწარი ჩაწერის სერვისს - „ონლაინ რეზერვაციას“ სთავაზობს! ონლაინ რეზერვაცია მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს ინტერნეტის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად დაჯავშნოს ვიზიტი “თეგეტა მოტორსის” სათაო ოფისში, სასურველი სერვისის ან სერვისების მისაღებად. იმისათვის, რომ დაზოგოთ დრო და თავი აარიდოთ შესაძლო ლოდინის პროცესს, ეწვიეთ “თეგეტა მოტორსის” ოფიციალურ ვებ გვერდს www.tegetamotors.ge, გადადით ონლაინ რეზერვაციის გვერდზე და დაჯავშნეთ ვიზიტი.
ონლაინ რეზერვაციის განხორცხიელება შეუძლია როგორც რეგისტრირებულ, ასევე არარეგისტრირებულ მომხმარებელს. არარეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მოახდინოს რეზერვაცია სისტემაში რეგისტრაციის გარეშე. ალტერნატიულად, მას ასევე შეუძლია გაიაროს სისტემაში რეგისტრაცია, რაც მას საშუალებას მისცემს შექმნას საკუთარი ავტომობილების სერვისების ისტორია და უფრო სწრაფად განახორციელოს ონლაინ რეზერვაციები.
ონლაინ რეზერვაციის განხორციელებასთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალების მისაღებად იხილეთ თეგეტა მოტორსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინსტრუქცია.