ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით,
თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ახალი სახლების მშენებლობის მიზნით, მთავრობა და თბილისის მერია მიწას გამოყოფენ.
მისივე თქმით, სახლების მშენებლობისთვის 3 მილიონი ლარის გამოყოფისთვის მზადყოფნა ევროკავშირმა უკვე გამოხატა.
"ევროკავშირმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ სახლების მშენებლობისთვის საქართველოს 3 მილიონი ევრო გადმოურიცხოს. ჩვენ, მთავრობა და თბილისის მერია კი მიწას გამოვყოფთ, სადაც მშენებლობები განხორციელდება", - განაცხადა ჟურნალისტებტან მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს დონორებსა და ცალკეულ ქვეყნებთან, რომ საქართველომ მიიღოს როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარება.
"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან. გერმანულ მხარესთან, შვეიცარიელებთან, შვედებთან, თურქებთან იმისთვის, რომ მივიღოთ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარება. საქართველოში ჩამოვლენ ექსპერტები, გეოლოგები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ვერეს ხეობას და ზოგადად თბილისში არსებულ ვითარებას", - აღნიშნა მინისტრმა.