ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საჭირო თანხა, რომელსაც ხელისუფლება, ბიზნესმენები და საზოგადოება ვერ მოიძიებენ, თავად გამოყოს.
,,ვესაუბრე ფინანსთა მინისტრს, მაინტერესებდა როგორ აქვს ფინანსური მიმართულებით საქმე, არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა. ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს. ეს მთავრობის საქმეა, რესურსების მოძიება და ისინი ამას აქტიურად ცდილობენ, რასაც ვერ შეძლებენ ჩათვალეთ, რომ ჩემი სახით დაზღვევა აქვთ და ყველა თანხა გააჩნიათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.