„თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანია - „თეგეტა კონსტრაქშენ ექვიფმენტი“ და კომპანიის თანამშრომლები უსამძიმრებენ დაღუპულთა ოჯახებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ 13 ივნისს, თბილისში სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო.
კომპანია, ბრიტანული ბრენდის, JCB-ის წარმომადგენელია საქართველოში. JCB-ის სათაო ოფისის და „თეგეტა კონსტრაქშენ ექვიფმენტის“ ერთობლივი ინიციატივით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრისა და საჭირო დახმარების აღმოჩენის მიზნით, კომპანია სამ ერთეულ სპეც-ტექნიკას (JCB 3CX, JCB 1CX, JCB Robot) გამოყოფს უსასყიდლოდ ქალაქში სხვადასხვა სახის გაწმენდითი სამუშაოებისთვის.