ლოუ-კოსტმა Wizz Air-მა და Airbus-მა 110 ავიალინერ A321neo-ზე შეთანხმება გააფორმეს. როგორც ირკვევა Wizz Air-ი 239 სავარზელზე გათვლილ თვითმფრინავებს მიირებს, ეს იმ ფონზე, როდესაც კომპანიის ავიაფლოტში 61-დან 180-მდე სავარძლიანი A320-ები ირიცხება.
ავიაკომპანია ახალი ავიალაინერების მიღებას უკვე შემოდგომიდან დაიწყებს. უკვე ცნობილია, რომ ახალი თვითმფრინავებით Wizz Air-ი 15-დან 20 %-მდე ავიასაწვავის დაზოგვას შეძლებს.