ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაცია Skytrax-მა, რომელიც ავიაგადამზიდავების მონიტორინგს ახდენს, მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც The Daily Mail-ი იუწყება, რეიტინგი 19 მლნ მგზავრის ”დაკითხვის” შედეგების საფუძველზე მომზადდა.
რეიტინგში, უკვე მესამე წელია ლიდერი Qatar Airways-ა, ავიაკომპანია ასევე გახდა ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო ავიაგადამზიდავი.
რეიტინგში მეორე პოზიციაზეა Singapore Airlines-ი, ხოლო მესამეზე - Cathay Pacific Airways-ი.
მსოფლიოს საუკეთესო ავიაგადამზიდავების ტოპ-10 ასე გამოიყურება:
1. Qatar Airways
2. Singapore Airlines
3. Cathay Pacific Airways
4. Turkish Airlines
5. Emirates
6. Etihad Airways
7. ANA All Nippon Airways
8. Garuda Indonesia
9. EVA Air
10. Qantas Airways