საინვესტიციო ფონდი BlackRock-ი გეგმავს, რომ სინგაპურში მდებარე Singapore’s Asia Square Tower 1 3 მლრდ დოლარად გაყიდოს.
BlackRock-ი ასევე განიხილავს, Asia Square Tower 2-ის გაყიდვის პერსპექტივასაც. ორივე ცათამბჯენის გასხვისებიდან კი საინვესტიციო ფონდი 5,2 მლრდ დოლარის მიღებას ვარაუდობს.
შეგახსენებთ, რომ BlackRock-ი მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა, რომლის შტაბ-ბინაც ბიუ-იორკში მდებარეობს.