საუდის არაბეთის კომპანია Saudi Arabian Airlines-მა 50 ავიალაინერის შეძენაზე Airbus-თან ხელშეკრულება გააფორმა.
როგორც ირკვევა, Saudi Arabian Airlines-ი 20 ერთეული Airbus A330-300 Regional-სა და 30 ერთეული A320ceo-ს შეძენას აპირებს. გარიგების ღირებულება კი 8 მლრდ დოლარს აღწევს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საუდის არაბეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც ახალი, Airbus A330-300-ის ექსპლუატაციას მოახდენს.