საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მაისის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 2.5%-ით
გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 41 867 ერთეული შეადგინა. ა.წ. მაისი 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის მაისთან (41 044 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 2.0%-ით, 2012 წლის მაისთან (46 856 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 10.6%-ით, 2013 წლის მაისთან (38 497 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 8.8%-ით და 2014 წლის მაისთან (40 836 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 2.5%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 0.8%-ით შემცირდა: კლება დაფიქსირდა როგორც პირველადი (2.3%-ით), ისე მეორადი (0.4%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის მაისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი
2010=100) დაფიქსირდა 0.995 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.971). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (1.4%-ით), ისე მეორადი (2.8%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის მაისის თვეში პირველადი
სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 850, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 34 017 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.709 და 1.097 დონეებზე დაფიქსირდა.რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. მაისში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.3%-ს მეორადი, ხოლო 18.7%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2014 წლის მაისში კი - შესაბამისად 81.0% და 19.0%).