2-3 წელიწადში Aeroflot-ი შესაძლოა ორ სეგმენტად დაიყოს: პრემიუმი და ლოუკოსტი, აღნიშნულის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან "Paris Air Show 2015"-ზე მყოფმა, ავიაკომპანის გენერალურმა დირექტორმა ვიტალი საველევმა გააკეთა.
როგორც კომპანის მთავარმა მენეჯერმა განაცხადა, მარკეტოლოგებისა და სტრატეგისტების შეფასებით ავიაკომპანიის ორ სეგმენტად დაყოფა 2-3 წელიწადში უკვე შესაძლებელი იქნება. შესაბამისად Aeroflot-ი ორ კომპანიას დაიყოფა, პრემიუმ სეგმენტზე მომუშავე თავად Aeroflot-ი და ასევე მეორე კომპანია ლოუკოსტერი, რომლის სახელიც ამ დროისათვის მოფიქრებული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, იქნება კი Aeroflot -ის ლოუკოსტერი, კომპანის ბაზარზე შექმნილი ”პაბედა” ამ დროისათვის გადაწყვეტილი არ არის.