წყალდიდობით მიყენებული ზარალის ოდენობამ შესაძლოა 100 მლნ ლარს მიაღწიოს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ზარალი საკმაოდ სოლიდურია, ალბათ 100 მლნ ლარამდე იქნება“, - განაცხადა მან სამშაბათს წყნეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან სტუმრობისას, რომლებიც დროებით ყოფილ სამთავრობო აგარაკებში განათავსეს.
თავდაპირველად მთავრობამ მიყენებული ზარალის წინასწარი ოდენობა დაახლოებით 40 მლნ ლარის ფარგლებში შეაფასა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ის ბევრად მეტი იქნებოდა.