საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ბათუმის აეროპორტი” შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რეისით სტამბოლი-ბათუმი ჩამოფრინდა თურქეთის მოქალაქე ე.დ., რომლის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა - 68200 თურქული ლირა და 3179 აშშ დოლარი (სულ 63418,73 ლარი) - აღმოაჩინეს.
ანალოგიური შემთხვევა მოხდა 13 ივნისს, სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზეც.სომხეთის მხრიდან შემოსულ მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ს.-ს, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმასხეულზე მიმაგრებული არდეკლარირებული თანხა - 15300 აშშ დოლარი (34415,82 ლარი) და 1700000 რუსული რუბლი (63070 ლარი) აღმოუჩინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13-ე ნაწილის შესაბამისად, ორივე მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.