15 ივნისს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას და სიმბოლურად მოწყობილ მემორიალზე ყვავილები მიიტანა.
„მინდა გავიზიარო გარდაცვლილთა ოჯახების, ახლობლების, ნათესავების, მთელი თბილისისა და სრულიად საქართველოს მწუხარება. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ტექნოგენურ კატასტროფებს ეწირება ადამიანების სიცოცხლე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ყველაფერი ავწონ-დავწონოთ, რათა მომავალში ასეთი ტიპის კატასტროფები მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრ