თბილისში მომხდარ სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის სახელმწიფო აუდიტის სამსახური 50 ათას ლარს გამოყოფს. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებაშია აღნიშნული, აუდიტის სამსახური მწუხარებას გამოთქვამს 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიური უბედურების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ ეტაპზე წყევტს ყველა დაგეგმილ მივლინებას, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს და უწყების ბიუჯეტიდან 50000 ლარს მიმართავს დაზარალებულთა დასახმარებლად.
”იქიდან გამომდინარე რომ სახელმწიფო სტრუქტურების დიდი ნაწილი ჩართულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, ამ კვირის განმავლობაში ყველა აუდიროტული საქმიანობა დროებით შეაჩერებს აუდიტის ობიექტებზე მუშაობას.
ამასთანავე სახელემწიფო აუდიტის სამსახურის თანაშრომლები მოხალისეებად არიან ჩართულნი სტიქიის შედეგად დაზარებულთა დასახმარებლად მიმდინარე სამუშაოებში- განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ.