პარლამენტი სტიქიით დაზარალებულთა ფონდში ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს. გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
კანონმდებლები ასევე გეგმავენ მივიდნენ სტიქიით დაზარალებულებთან და პირადად მოისმენენ ინფორმაციას თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ.
ამასთან პარლამენტში გარემოს უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური საკომიტეტო მოსმენებზე მსჯელობა მიმდინარე კვირაში იგეგმება.
"რამდენადაც ვიცი სტიქიის მიზეზების დასადგენად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეოს აქტიური გამოძიება. ჩვენც დაველოდებით გამოძიების შედეგებს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ვიპოვნოთ ვინ არის დამნაშავე, არამედ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის პრობლემები, რათა სხვა დროს ასეთი ტიპის შეცდომა არ დაუშვას არავინ ," - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ანი მიროტაძე.