PSP სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ხარჯების დასაფინანსებლად 100 000 ლარს გამოყოფს და ამ კუთხით სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ ადამიანებსა და ოჯახებს დაეხმარება.
„ძალიან ვწუხვართ შექმნილი სიტუაციის გამო. განსაკუთრებით დღეს გვჭირდება ერთამენთის გვერდით დგომა. დღეს PSP ჯგუფის თანამშრომლების სახელით გვინდა 100 000 ლარი გამოვყოთ და წვლილი შევიტანოთ თბილისის აღდგენაში“, - აცხაცებენ PSP-ში.
ამას გარდა PSP დაზარალებულ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგეობის საშუალებით საჭირო ჰიგიენის, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებს გადასცემს.