ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის განმახორციელებელი კომპანია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ და მისი გენერალური კონტრაქტორი, კომპანია „აზერიოლსერვისი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ თბილისში წყალდიდობით გამოწვეული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს.
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ ორგანიზებით, მშენებლობის გენერალური კონტრაქტორი აზერბაიჯანული კომპანია „აზერიოლსერვისი“ 30 000 ლარით დაეხმარება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. აღნიშნული თანხა გადაირიცხება ბანკი „რესპუბლიკას“ სპეციალურ ანგარიშზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ ადმინისტრაცია მადლობას უხდის აზერბაიჯანის რესპუბლიკას და „აზერიოლსერვისს“ თანადგომისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის ამ მძიმე ვითარებაში.