საქართველოს ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა“ დავით თვალაბეიშვილმა, შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურის“ დირექტორმა ლაშა მგელაძემ, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ და კომპანია „Pegasus EastWest Ltd“-ს წარმომადგენელმა რაფი კამინერმა ხელი მოაწერეს გარდაბნის კომბინირებული თბოელექტროსადგურის შესახებ იმპლემენტაციის ხელშეკრულებას.
გარდაბანის თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი სს „საპარტნიორო ფონდისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დაფინანსებით ხორციელდება.
230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული თბოელექტროსადგურის მშენებლობას თურქული კომპანია ÇALIK ENERJİ ახორციელებს.
იმპლემენტაციის ხელშეკრულების თანახმად, "Pegasus EastWest Ltd" გარდაბნის თბოელექტროსადგურის მფლობელ კომპანიას - შპს "გარდაბნის თბოელექტროსადგურს" იძენს. ამ ეტაპზე ნასყიდობის შეთანხმებულ ღირებულება 290 მლნ. აშშ დოლარს წარმოადგენს.