მთავრობამ „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის" ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. პროექტის მიღების შედეგად განხორციელდება პათოგენის პრევენციული ღონისძიებები და ფიტოსანიტარიული კონტროლი, კარტოფილის წარმოების ადგილებში სახელმწიფო კონტროლი, რის შემდეგაც თუ მცენარეზე გამოვლინდება დაავადების ნიშნები ან ნიადაგში აღმოჩნდება პათოგენის სულ მცირე ერთი სიცოცხლისუნარიანი სპორანგიუმი ტერიტორიაზე გამოცხადდება მცენარეთა კარანტინი, მოხდება საკარანტინო და ბუფერული ზონის დემარკაცია. საკარანტინო ზონაში დაწესდება აკრძალვა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს პათოგენის გავრცელების რისკს. ასევე, განხორციელდება პათოგენის წინააღმდეგ ბრძოლის გრძელვადიანი ოფიციალური კონტროლის ღონისძიებები, შესაძლებელი იქნება, მისი საბოლოო აღმოფხვრა და შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება. (იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული კარტოფილი აღმოჩნდება, 20 წლით კარანტინი დაწესდება).