ბიუჯეტის გადახედვა თვითმმართველობებსაც მოუწევთ. ამის შესახებ დღეს ნოდარ ხადურმა მთავრობს სხდომიდ დასრულების შემდეგ განაცხადა.
,,აქტიური კომუნიკაციაა დაგეგმილი ადგილობრივ თვითმმართველობებთან, იმავე მიმართულებით, რომ გადახედონ ბიუჯეტს, რათა მიღწეული იყოს მთავარი პირობა - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტს," - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, გათვალისწინებულია, რომ ეკონომიკური ზრდა, ნაცვლად ხუთისა იქნება 2 პროცენტი, ხოლო ინფლაცია - 3 პროცენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრს დღეს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტი უნდა წარედგინა. თუმცა, როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ გაირკვა, კოსულტაციები კვლავ გაგრძელდება და საბოლოო ვარიანტი მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.