პლანეტაზე ყველაზე ძვირადღირებული ავიაბილეთის ფასი 30 ათასი დოლარიდან იწყება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ყველაზე ძვირადღირებული ავიამიმართულებების ”ტოპ-10” გამოქვეყნდა, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ ავიაკომპანია Emirates-ის ავიაბილეთის ფასი, ლოს-ანჟელესიდან დუბაის მიმართულებით (2 გზა) 30 ათასი დოლარიდან იწყება.
აღნიშნული მარშრუტი ერთობ პოპულარულია ჰოლივუდის ვარსკვლავებში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბორტზე არის სრული კომფორტი, ინდივიდუალური კუპეები და ზოგიერთ შემთხვევაში SPA ცენტრიც. Etihad Airways-ით ფრენა, რეისით სან-ფრანცისკო-აბუ-დაბი-სან-ფრანცისკო, ბილეთის ფასი 28 090 დოლარიდან იწყება. ხოლო რაც შეეხება ნიუ-იორკი-პეკინი-ნიუ-იორკის მიმართულებას, ბილეთის ფასი ავიაკომპანია Korean Air-ის მეშვეობით 27 ათასი დოლარიდან იწყება. ჰონკონგი-ნიუიორკის (ორი გზა) მიმართულებით ფრენა ავიაკომპანია Cathay Pacific-ით 26 572დოლარიდან იწყება. ნიუ-იორკი სინგაპურის მიმართულებით (2 გზა) Swiss-ის მეშვეობით 22 265 დოლარიდან იწყება. ავიაკომპანია Virgin Atlantic-ით,ნიუ-იორკი-ჰონკონგი (2 გზა) ფრენის ფასი 19 ათასი დოლარიდან იწყება, ხოლო იგივე მიმართულებაზე ავიაკომპანია Lufthansa-ს მეშვეობით ფრენა კი 17 428 დოლარიდან ღირს. ლოს-ანჟელესი-ტოკიო (2 გზა) ბილეთის ფასი, ავიაკომპანია Japan Airlines-ის მეშვეობით 16 078 დოლარიდან ღირს. ლოს-ანჟელესიდან მელბრუნის მიმართულებით ფრენა (2გზა) Qantas-ს მეშვეობით კი - 14 974 დოლარიდან, ხოლო ნიუ-იორკიდან სინგაპურის მიმართულებით (2 გზა) Singapore Airlines-ს მეშვეობით ბილეთის ფასი 14 ათასი დოლარიდან იწყება.