რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი დასრულებულია.
"შენობა ყველა თვალსაზრისით მორგებულია პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მარტო საოფისე ფართები საერთო ფართის 29%-ს შეადგენს. ასე რომ, ძალიან რთული წარმოსაგდენია, როგორ შეიძლება მისი დატვირთვა და გამოყენება. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროსთვის შენობის გადაცემას, პროცესი დამთავრებულია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა პრემიერის შეკითხვაზე საპასუხოდ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მხრივ, გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციიდან ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე უარს ამბობს.