ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტში საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის შემოსვლის საკითხი და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს. საბჭოს წევრებმა ასევე მოიწონეს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მთაში მთელ რიგ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.