ბათუმში კიდევ ერთი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი ამოქმედდება. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მემედ აბაშიძის ქუჩა N40-ში მდებარე 664,8 კვ.მ შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული 1128 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ყიდის. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე (ძეგლის) სამინისტროს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება წარუდგინოს. ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი მოწყოს და აამოქმედოს.
ინვესტორს აღნიშნულ პროექტის განხორციელებისთვის მინიმუმ 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალდებულება.
ობიექტის საწყისი ღირებულება 2,2 მლნ დოლარია და მისი გასხვისება 12 ივნისისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.